ახალი ამბები

შსს-მ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ამხილა

16 თებერვალი, 2015 • • 929
შსს-მ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ამხილა

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით თბილისსა და რუსთავში მდებარე სხვადასხვა მაღაზიიდან, სამსახურებრივი საჭიროების მოტივით, თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს.

 

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მობილური ტელეფონების გაყიდა და აღებული თანხა მიისაკუთრა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი