ახალი ამბები

“მიუხედავად უხერხულობისა, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ”

15 თებერვალი, 2015 • • 973
“მიუხედავად უხერხულობისა, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ”

“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ ძალიან სერიოზული სიფრთხილისკენ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მათ მიერ გადაიდგმება, უნდა ითვალისწინებდეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ასწლეულების მანძილზე არსებობდა ჩვენს მოძმე ხალხთან უკრაინასთან. მიუხედავად იისა, რომ გარკვეული უხერხულობები იქმნება მაინც ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ძმური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


გარდა ციბენკოს დაბარებისა, თბილისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას დაევალა გაკრვეული დიპლომატიური აქტივობები, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შესაბამისი უწყებებისაგან განმარტებები მანაც უნდა მიიღოს სააკაშვილის დანიშვნის საკითხზე. საქართველოში სააკაშვილისთვის პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი