ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოში უკრაინის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დავიბარეთ

15 თებერვალი, 2015 • • 1180
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოში უკრაინის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დავიბარეთ

ამასთან, ნარჩემაშვილის განმარტებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას დაევალა გაკრვეული დიპლომატიური აქტივობები, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შესაბამისი უწყებებისაგან განმარტებები მანაც უნდა მიიღოს ამ საკითხზე.


უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა


როგორც სააკაშვილის ფეისბუკზე წერს, რეფორმების საერთაშორისო საბჭო წარმოადგენს – ორგანოს, რომლის მთავარი ამოცანაა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინაში, რეფორმების სწრაფ დანერგვას. საბჭოს მეშვეობით მოხდება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა უკრაინული კანონმდებლობის რეფორმირებასა და ასევე ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაში. სააკაშვილისვე განცხადებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობისათვის, მას არ ჭირდება უკრაინის მოქალაქეობის მიღება, ის რჩება საქართველოს მოქალაქედ.


საქართველოში სააკაშვილის საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლითაა საქმე აღძრული. იგი ბრალდებულია გირგვლიანის საქმეში, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი