ახალი ამბები

აბაშიძე: სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მთავრობის უნიათობაა

14 თებერვალი, 2015 • • 1125
აბაშიძე: სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მთავრობის უნიათობაა

“პრეზიდენტ პოროშენკოსა და უკრაინის ხელისუფლების გემოვნების საკითხია ვის შეარჩევენ თავის მრჩევლად.  მათი გადასაწყვეტია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მეორე არის და ამავდროულად, მნიშნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და მასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გარკვეულწილად სერიოზულად შეუშლის ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც ფაქტია და ესეც უნდა ვაღიაროთ. ამავდროულად ეს არის დღევანდელი მთავრობის, “ქართული ოცნების” უნიათობის საგანი, რომ ვერ მოახერხა უკრაინასთან ისეთი ურთიერთობები შეემქნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ედავება ძალიან ბევრ დანაშაულთან მიმართებაში, რომ არ დანიშნულიყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა.

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი