ახალი ამბები

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ ახალ კონკურსს აცხადებს

14 თებერვალი, 2015 • • 1928
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ ახალ კონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მქონე პირებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდი.

 

რეგისტრაციის ბმული, სამინისტროს ცნობით, გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.

 

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. კანდიდატებს არ ეზღუდებათ ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა 19 თებერვლამდე.

 

19  თებერვალს მონიშნული სკოლები იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

 

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი, სამოტივაციო წერილი.

ლიკა გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლიკა გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი