ახალი ამბები

ლევან ვასაძე: მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა -ეს შემოგდებული თემებია

14 თებერვალი, 2015 • • 1303
ლევან ვასაძე: მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა -ეს შემოგდებული თემებია

“როდესაც საზოგადოება ისე გამოშტერდება თქვენი სერიალების ყურებით, რომ ქალს ხელს დაარტყამს და ბავშვს ხელს დაარტყამს, იმას მერე იურისტები და 600-ლარიანი სოცმუშაკები აღარ უშველიან. ოჯახური ძალადობის თემატიკის პედალირება არასამთავრობოებისა და მედიის მიერ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გააძლიერონ ფაშისტური იუვენალური იუსტიცია და სოცსამსახურის როლი და დაასუსტონ ოჯახები. რა თქმა უნდა, როცა ოჯახური ძალადობა ხდება, მაგრამ მისი პედალირება და პროპაგანდის როლში აყვანა და ამის შედეგად სოცმუშაკების როლის გაძლიერება არის ძალიან ცბიერი საერთაშორისო პროგრამის ნაწილი”, – განაცხადა ლევან ვასაძემ. 

 

ლევან ვასაძის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია რომ შეიცალოს საჭიროა ადგილობრივი წარმოების განვითარება და საჭირო კანონების მიღება: 

 

“ჩვენთვის სიღარიბის დასაძლევად საჭიროა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ამისთვის უნდა შემოვიღოთ გონივრული საბაჟო პროტექციონალიზმი და ა.შ. ამ დროს ჩვენი პარლამენტარები სხედან და მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბუსუსებიანი პრეზერვატივები, ჩოხაზე ვატაროთ თუ რა ხანჯლები, ჰიმნის მოსმენის დროს ქუდი მოვიხადოთ თუ არ მოვიხადოთ, მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა – ეს შემოგდებული თემებია”, – განაცხადა ვასაძემ. 

 

2014 წელს, იანვრიდან დღემდე პერიოდში, საქართველოში 23 ქალი მოკლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი