ახალი ამბები

ნადოი: აუცილებლად ჩატარდება ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია

14 თებერვალი, 2015 • • 1537
ნადოი: აუცილებლად ჩატარდება ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია

პროკურორის თქმთ, კონკრეტული დრო, თუ როდისთვის იგეგმება ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია, უცნობია.

როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პროკურატურა ექსჰუმაციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს, რაც დროსთან არის დაკავშირებული.

ჟურნალიტის კითხვას რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ჟვანია და უსუპოვი არიან მოკლულები? პროკურორი პასუხობს,რომ ამის დასადგენად აუცილებელია არსებობდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

ცხედრის ექსგუმაციის შესახებ პირველად ყოფილმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 2013 წელს განაცხადა. მისი თქმით, საქმე უახლოეს მომავალში უნდა გახსნილიყო და ექსგუმაზიის თარიღი დადგენილიყო, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის, რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა.

 

2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი