ეკონომიკა

“მაგთიკომი” კორპორატიულ აბონენტებს გაუქმებულ მეგაბაიტებს აღუდგენს

13 თებერვალი, 2015 • • 1012
“მაგთიკომი” კორპორატიულ აბონენტებს გაუქმებულ მეგაბაიტებს აღუდგენს

გადაწყვეტილება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მოლაპარაკებების შედეგად შეცვალა.

 

აღდგენილი მეგაბაიტებით სარგებლობას აბონენტები პირველ ივლისამდე შეძლებენ, ვადის გასვლის შემდეგ კი დარჩენილი ერთეულები გაუქმდება.

 

აღნიშნულის შესახებ „მაგთიკომმა“ კონსოლიდირებული ტენდერის კომისიას ოფიციალური წერილით აცნობა. კომისია გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს, რის შემდეგაც შესაბამისი ოქმი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

 

„მაგთიკომმა“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი და სააბონენტო ნომერზე არსებული ინტერნეტერთეულები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის პირველი თებერვლიდან გააუქმა.

 

“მომხმარებელთა უკმაყოფილების გათვალისწინებით, კომპანიასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც შეთანხმებით დასრულდა”-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

 

2015-2016 წლების სამთავრობო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტების ვადა კი 2016 წლის პირველ თებერვლამდე განისაზღვრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი