ახალი ამბები

თბილისის საკრებულო ანტიკორუფციულ სამსახურს მასალებს უგზავნის

13 თებერვალი, 2015 • • 962
თბილისის საკრებულო ანტიკორუფციულ სამსახურს მასალებს უგზავნის

“კომისიის წევრბმის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მასალები, რომლებიც ეხებოდა კრწანისის რაიონის გამგეობის შემოწმებას, უკვე პროცედურების დაცვით მომზადდეს და გაეგზავნოს შესაბამის ორგანოებს. მასალებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, არის ეჭვი, რომ დარღვეულია კანონი შესყიდვების შესახებ, ასევე გამგეობის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ”,- ამბობს თბილისის საკრებულოს სარევიზო კომისიის თავმჯდომარე.

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია  “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრი” თემურ გრიგალაშვილი ამბობს, რომ აქტში მოყვანილი გარემოებები, რომელის საგზაო ტენდერებს უკავშირდება, კანონდარღვევა არ არის.

 

“სხდომაზე სამწუხაროდ, ჩვენი მყარი არგუმენტების უმეტესი ნაწილი სარევიზიო კომისიის უმრავლესობამ  არ გაითვალისწინა, თუმცა ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ზეპირად დაგვეთანხმნენ, რომ აქტში მოყვანილი  გარემოებები, რომელიც შეეხება საგზაო ტენდერებს არ არის კანონდარღვევა. დეპუტატებს არ აქვთ უფლება ელემენტარულად იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება და რევიზორის მიერ მოტანილი ინფორმაცია ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც წმინდა წყლის ჭეშმარიტება, რაც არის არასწორი”,- ამბობს ის.

 

ანტიკორუფციულმა სამსახურმა აღნიშნულ საკითხზე 11 თებერვალს კრწანისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე რომეო ფარულავა დაკითხა. ხათუნა ბერძენიშვილი 2013 წლის აპრილში, გიგი უგულავას მერობის დროს გახდა კრწანისის რაიონის გამგებელი, მანამდე იგი  საზოგადოებრივი მაუწყებელის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი