ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკში ვალენტინობას აღნიშნავენ

12 თებერვალი, 2015 • • 1166
თბილისის ზოოპარკში ვალენტინობას აღნიშნავენ

ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დღესთან დაკავშირებით თითოეული განყოფილებიდან თითო წყვილი შეირჩა: სპილოები, თეთრი ლომები, პინგვინები, ჰამადრილები და კობრები.

 

“ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ მოირთვება მათი ვოლიერები. 13:00-დან 18:00 საათამდე ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს ამ ცხოველების გარემოს გამდიდრების სახალისო სანახაობაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ღონისძიების განრიგი:

 

13:00 _ პრიმატების განყოფილება: ჰამადრილები

14:00 _ ჩლიქოსნების განყოფილება: სპილოები _ გრანდი და მალკა;

15:00 _ მტაცებლების განყოფილება: თეთრი ლომები _ სემუელი და კლეოპატრა

16:00 _ ფრინველების განყოფილება: პინგვინები;

17:00 _ ეგზოტარიუმი: მონოკლის კობრები.  

 

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოცხადებული იყო ფოტოკონკურსი. 14 თებერვალს გამოიფინება წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები და შედგება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

 

“ცხოველთა გარემოს გასამდიდრებლად ზოოპარკში სისტემატურად ტარდება ე.წ. “ენრიჩმენტი”. ეს მეცნიერული ტერმინია, რომელიც გულისხმობს ცხოველის ყოფის გამრავალფეროვნებას ზოოპარკის პირობებში. არსებობს “ენრიჩმენტის” რამდენიმე ფორმა: კვებითი, ყნოსვითი, სოციალური, და ა.შ.  14 თებერვალს ზოოპარკის დამთვალიერებელს კვებითი “ენრიჩმენტის” პროცესს დავასწრებთ. ამ დროს ჩვენს ბინადრებს განსხვავებული ფორმით მივაწვდით საკვებს, თანაც სიყვარულის დღისთვის შესაფერის დეკორაციებსაც გამოვიყენებთ. ასე რომ, ვფიქრობთ, საინტერესო სანახაობა იქნება”,- აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ბ-ნი ზურაბ გურიელიძე.

 

ზოოპარკის სტუმრებს ვალენტინობის ღონისძიების გმირებისთვის საჩუქრების მოტანაც შეუძლიათ (რბილი, პლასტმასის ან ხის სათამაშოები, ბურთები, დიდი ზომის ფიგურები ან კუბები). ვოლიერების წინ განთავსდება სასაჩუქრე ყუთები, სადაც დამთვალიერებლები მოტანილი საჩუქრების ჩალაგებას შეძლებენ.

 

© EPA 22.11.2007
© EPA 22.11.2007

მასალების გადაბეჭდვის წესი