ახალი ამბები

პუტინი: მინსკში მოვილაპარეკეთ, რომ ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათიდან შეწყდება

12 თებერვალი, 2015 • • 1072
პუტინი: მინსკში მოვილაპარეკეთ, რომ ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათიდან შეწყდება

პუტინის თქმითვე, მოლაპარაკებაზე, რომელიც 16 საათია გრძელდება, ხელი მოეწერა საკონტაქტო ჯგუფის დოკუმენტს მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის შესახებ. 

 
“მხარეების მიერ მძიმე შეიარაღება დღევანდელი გამყოფი ხაზიდან წინა პოზიციებამდე იქნება გაყვანილი”,- განაცხადა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრაზე დაამტკიცეს დოკუმენტი, რომელიც დონბასის ნაწილის განსაკუთრებულ სტატუსს შეეხება. დოკუმენტი ითვალისწინებს მუდმივი კანონმდებლობის მიღებას დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული ნაწილებისთვის. ონსტიტუციური რეფორმა უკრაინაში 2015 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

 

მინსკში მიმდინარე “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრაზე რუსეთის მხარის შეთავაზება, დონბასში მხარეების გამყოფი ხაზისა და თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტატუსის შესახებ, უკრაინის მხარისთვის მიუღებელია. 


გუშინ, 11 თებერვალს ბელორუსის დედაქალაქში დაწყებული დახურული მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, რომელშიც რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმიანის პირველი პირები მონაწილეობენ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი