ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა არის მართლაც გამორჩეული კორუფციასთან ბრძოლის კუთხით

12 თებერვალი, 2015 • • 845
ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა არის მართლაც გამორჩეული კორუფციასთან ბრძოლის კუთხით

“ჩვენი მთავრობა არის მართლაც გამორჩეული კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. გუშინ იყო ერთი ფაქტი, თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, ვინც არ უნდა იყოს ის. მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად. ანტიკორუფციული სამსახური, ფინანსური საგამოძიებო სამსახური, მუშაობენ ეფექტიანად. ყველა საჯარო პირი, ვინც მსგავს შცდომას ჩაიდენს აპირებს ამის გაკეთებას, მინდა იყოს დარწმუნებული, რომ ისინი დაისჯებიან ძალიან მკაცრად. მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო. მე-11 ადგილას ვართ მთელს მსოფლიოში. ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის არ მივცემთ. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მაქსიმალურად გავაქტიუროთ ამ მიმართულებით ბრძოლა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა მოისმინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი - EPA/HANNIBAL HANSCHKE
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი