ახალი ამბები

მინსკში პუტინს, პოროშენკოს, ოლანდსა და მერკელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს (ფოტო)

11 თებერვალი, 2015 • • 972
მინსკში პუტინს, პოროშენკოს, ოლანდსა და მერკელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს (ფოტო)

დღევანდელ შეხვერამდე ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ვიზიტით მოსკოვს ეწვივნენ. კრემლში გამართული დახურული შეხვერა 5 საათს გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმდნენ შეემუშავებინათ დოკუმენტი, რომელიც უკრაინაში მშვიდობას დაამყარებს.

დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ უმაღლესი დონის მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.

 

“ეს დღე ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც დაუშვებელია. ადამიანები იღუპებიან. ეს მოლაპარაკებები ევროპაში მშვიდობის აღდგენისა და დაცვის, გლობალური ბალანსისა და წესრიგის დაცვის შანსია. მე არ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, მაგრამ ამ ძალისხმევით ვმუშაობ, უზრუნველვყო ევროპის ერთიანობა და მხარდაჭერა”, – განაცხადა მოგერინიმ.

 

ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი და პეტრო პოროშენკო მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინ © EPA 11.02.2015
ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი და პეტრო პოროშენკო მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინ © EPA 11.02.2015








მასალების გადაბეჭდვის წესი