ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა რუსეთში 2 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა

11 თებერვალი, 2015 • 1328
აზერბაიჯანმა რუსეთში 2 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა

2004 წლიდან რუსეთის ეკონომიკაში აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობამ 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან არკადი დვორკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

რეკორდული ამ თვალსაზრისით 2013 წელი აღმოჩნდა, როცა აზერბაიჯანმა რუსეთის ეკონომიკაში 250 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი