ახალი ამბები

ნარმანია ბოდოკიას დაკავებაზე: მერია გამოძიებას ყველანაირად ხელს შეუწყობს

11 თებერვალი, 2015 • • 969
ნარმანია ბოდოკიას დაკავებაზე: მერია გამოძიებას ყველანაირად ხელს შეუწყობს

ნარმანიას თქმით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს:

 

“მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დღეს დააკავა.

 

“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი