ახალი ამბები

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

11 თებერვალი, 2015 • • 1556
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

გიორგი ელიზბარაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დააკავეს რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.


სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, “უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრუების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულებაში განხორციელებული ფაქტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულების მხრიდან, ასევე მსჯავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას.”


სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით მე-17 დაწესებულებაში მყოფი 7 მსჯავრდებუის მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა. ისინი მიცემული იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნულ sაქმეზე გამოძიება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა მე-17 დაწესებულების დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი. 

 

გიორგი ელიზბარაშვილი სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ხელმძღვანელად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე ბირთველიშვილი შეცვალა. ელიზბარაშვილმა ამევე წლის დეკემბერში ხელფასის სახით  29 307 ლარი მიიღო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი