ახალი ამბები

სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

10 თებერვალი, 2015 • 1516
სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის სამნისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გრიგალაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი საკუთარი სურვილით, რამდენიმე საათის წინ დაწერა.

 

მედიაში სხვადასხვა დროს ვრცელდებიდა ინფორმაცია, რომ რობერტ გრიგალაშვილი  პროკურორი იყო “ფოტოგრაფების საქმეზე“, ასევე სერგო თეთრაძის საქმეზე და “მუხროვანის ამბოხის” საქმეზე. ის თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძემ დანიშნა.

 

ასევე, დღეს დატოვა თანამდებობა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვალერი ზუმბაძე საუბრობს, რომ თანამდებობიდან მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების გამო გადადგა.

 

ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ვალერი ზუმბაძე წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა “ენვერის”, ფოტორეპორტიორებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებზე, როგორც მაშინდელი შსს-ს წარმომადგენელი, არაერთხელ განაცხადეს საჯაროდ თავის დროზე ჯაშუშობისთვის დაკავებულმა და პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ; ასევე, საიხან მუზაევმა, რომელიც აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო მას პოლიცია დღემდე დევნის. მათივე განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწინაურდა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც მანამდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი