ახალი ამბები

სესიაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს

10 თებერვალი, 2015 • • 895
სესიაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს

“პრეზიდენტმა გააჟღერა ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც ის კანდიდატურის წარდგენას აპირებს, მათ შორის იყო ის, რომ კანდიდატს პოლიტიკურ საქმიანობასთან შეხება არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ მართლაც კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები იქნებოდნენ, მაინც ვფიქრობ, რომ მათი საქმიანობა პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს”, – განაცხადა სესიაშვილმა.


„11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დამასახელა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მე ამ წარდგენას ვიღებ“,- აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა

 


მასალების გადაბეჭდვის წესი