ახალი ამბები

საქართველომ ვიზების აღების ელექტრონულ სისტემა დანერგა

10 თებერვალი, 2015 • • 1017
საქართველომ ვიზების აღების ელექტრონულ სისტემა დანერგა

“ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.


სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო და ა.შ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ვიზა
ვიზა



მასალების გადაბეჭდვის წესი