ახალი ამბები

ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

10 თებერვალი, 2015 • • 1023
ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრა მოახდინა. ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის 594 ლარის გადახდა.

 

სამინისტროს ცნობით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი