ახალი ამბები

ბულგარეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

9 თებერვალი, 2015 • • 5689
ბულგარეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

ბულგარეთის ტურისტული ვიზების გაცემის პროცედურები რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივდება. ინიციატორები ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დენიელ მიტოვი და ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ანგელკოვა არიან.

 

სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილება, ბულგარეთში 2015 წლის ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად მიიღეს.

 

ცვლილებები ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზების გაცემას ითვალისწინებს. ამასთან ვიზის მიღების მიზნობრიობა “ორგანიზებული ტურიზმი” უნდა იყოს. ცვლილებების მიხედვით, ვისაც ჯერ არ გააჩნია ბულგარეთის ვიზა, შესაძლოა, ორჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა მიიღონ, ვისაც უკვე მიღებული აქვს – სამ წლიანი. ცვლილებები შეეხება ასევე ბულგარეთში უძრავი ქონების მფლობელებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი