ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ხინთბა NATO-ს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს

6 თებერვალი, 2015 • • 1115
ირაკლი ხინთბა NATO-ს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდებს

ირაკლი ხინთბა ალიანსის ქვეყნებს, თუკი ისინი მართლაც დაინტერესებულნი არიან  საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში,  ურჩევს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის ნაცვლად, დაგმონ ის. მისი აზრით, საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის ნორმალიზების ერთადერთი გზა საქართველოსა და  სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის აღიარებაა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსპერტიზის სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი ხინთბამ Sputnik-თან საუბარში განაცხადა.

 

“ნატოს წარმომადგენლები პირველად არ აკეთებენ მსგავს განცხადებას. როგორც ჩანს, მათ სჯერათ, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო და დაუფიქრებელი მიმართვები წარმოადგენს ,,კრიზისული რეგულირებასა’’ და ,,სტაბილურობის კონსოლიდაციის ხელშეწყობას პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში’’, როგორც ეს ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაშია მითითებული”,  – აცხადებს  ხინთბა.

ექსპერტის თქმით, ნათელია, რომ ერთმანეთს ერევა სურვილი, კიდევ ერთხელ შეულახონ რუსეთს თავმოყვარეობა,  სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ნატოს უხარისხო ექსპერტიზა და მორალური მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, რომელსაც, მისი თქმით, რეალურად არ აქვს პერსპექტივა გახდეს ნატოს წევრი. ის ალოგიკურად მიიჩნევს, რომ ნატო თავის ავტორიტეტს ხარჯავს ისეთი  საკითხების განხილვაზე, რომლებიც არ ეხება მათ მანდატს და არც ამ ორგანიზაციის გეოგრაფიულ არეალთანაა ახლოს.

 

“ჯერჯერობით ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის  სხვადასხვა ფორმატს აძლიერებს და ამ ტერიტორიაზე თავის ინფრასტრუქტურას აყალიბებს. ეს ქმედებები ართულებს სიტუაციას ამ რეგიონში. მთავარი ისაა, რომ აფხაზეთი დაცული იქნება ნებისმიერი სახის პროვოკაციისა და ავანტიურისაგან. რუსეთისა და აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის თავდაცვის კომპონენტის რეალიზაცია აფხაზეთის მოსახლეობის საგარეო თავდაცვის საიმედო გარანტიებს უზრუნველყოფს.”

 

Sputnik-ის ინფორმაციით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამაზე საუბარია საქართველო-ნატოს კომისიის საბოლოო განცხადებაში, რომლის შეხვედრაც ბრიუსელში ოთხშაბათს გაიმართა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი