ახალი ამბები

ვალერი გელაშვილი მის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელებს მთავარ პროკურატურაში შეხვდა

5 თებერვალი, 2015 • • 1226
ვალერი გელაშვილი მის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელებს მთავარ პროკურატურაში შეხვდა

“ადამიანს, რომლებმაც მე სიკვდილის პირამდე მცემეს, ის სხვა ადგილზე არც შემხვდებოდა და არც დათანხმდებოდა ამას. ისიც ადამიანია და მასაც აქვს პირადი “მე”, რომ გამწარებულმა გელაშვილმა ანგარიშსწორება არ გაუწიოს. ეს ადამიანები სხვაგან არც დამთანხმდებოდნენ შეხვედრაზე, მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურაში და მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობის პირებთან დამთანხმდებოდნენ. ცალკე ისინი არ შემხვდებოდნენ. ადამინი როცა სიკვდილის პირამდე სცემე და თავი გაუჩეჩქე, იმის ფსიქოლოგია რთულია”,- ამბობს გელაშვილი.

 

მისივე თქმით, ამ შეხვედრას პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, მათ შორის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.

 

ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ამ ფორმით სპეცრაზმელების შეხვედრა გელაშვილთან მათზე წეწოლას ნიშნავს.

 

“მათ შეახვედრეს დაზარალებული ვალერი გელაშვილი და ბოდიშები მიიღო სპეცრაზმელებისგან. დაზარალებულსა და ბრალდებულს ან მოწმეს შორის კომუნიკაციის ორგანიზება პროკურატურას არ შუუძლია, გარდა განრიდება მედიაციისა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ეხება”,-ამბობს კახიძე.

 

2005 წელს მაშინდელი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი წაყენებული აქვთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორ ერეკლე კოდუას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი