ახალი ამბები

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

5 თებერვალი, 2015 • • 1158
მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო.  როგორც “ნეტგაზეთს” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 15:00 საათზე დაინიშნა.

 

2015 წლის 4 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების, მამუკა გვარამიასა და როლანდ ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.


მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას  ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.


პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას მიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას.


2015 წლის 29 იანვარს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.



 

მასალების გადაბეჭდვის წესი