ახალი ამბები

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

27 იანვარი, 2015 • • 1491
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სინოპტიკოსების ვარაუდით, ნიუ ჯერსის, მეინის, ნიუ ჰემპშირის ზოგიერთ ნაწილში თოვლის საფარმა შესაძლოა 76 სანტიმეტრს მიაღწიოს. მათი თქმით, შტორმი 60 მილიონამდე ადამიანს შეეხება.

 

ზამთრის შტორმის, ჯუნოს გამო ქალაქ ნიუ იორკში ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია, გარდა სასწრაფო დახმარების მანქანებისა, ხოლო მეტროპოლიტების მუშაობა შეჩერებულია. მსგავსი აკრძალვები მოქმედებს ქალაქ ბოსტონსა და მასაჩუსეტსის შტატებში.

 

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მასაჩუსეტსის, ნიუ ჰემპშირის, კონექტიკუტის, როდ აილენდისა და ნიუ იორკის შტატებში. ბოსტონში, სადაც თოვლის დიდი რაოდენობის მოსვლას ელიან, საავტომობილო და საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

 

ნიუ იორკის გუბრნატორმა ენდრიუ კუომომ მოქალქეებს მიმართა, რომ საგზაო მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები არ დაარღვიონ.

 

“თუ ღამის 11 საათის მერე იქნებით მანქანაში, გზაზე ქალაქში, სოფელში, თქვენ ჩადიხართ დანაშაულს”, – განაცხადა გუბერნატორმა.

 

ამინდის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, შტორმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მოქალაქეებს მიმართა, რომ 2300-მდე თოვლსაწმენდი მანქანა გაწმენდს ქუჩებს.

 

შეერტებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს აეროპორტებში 6500-მდე ფრენა გადაიდო. სამსახურები და სკოლები ორშაბათს დილითდან დაიკეტა და მოელიან, რომ სკოლები სულ მცირე ოთხაშაბთამდე მუშაობას ვერ განაახლებენ. სინოპტიკოსები მოელიან, რომ შტორმის მთავარი დარტყმის ქვეშ ქალაქი ბოსტონი იქნება.

ავტომობილების მოძრაობა ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდზე. ნიუ იორკში დიდთოვლობაა. (C) EPA, 26.01.2015
ავტომობილების მოძრაობა ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდზე. ნიუ იორკში დიდთოვლობაა. (C) EPA, 26.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი