ახალი ამბები

გეწაძე: ადეიშვილი ექსპერტის სტატუსით უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს

20 იანვარი, 2015 • • 989
გეწაძე: ადეიშვილი ექსპერტის სტატუსით უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს

“რამდენიმე უწყებაში ვართ ქართველები ექსპერტებად, კონსულტანტებად, ოფიციალურ თანამდებობებზე. რამდენადაც მე ვიცი, ზურად ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, ექსპერტის სახით. რაც შეეხება მის ოფიციალურად დანიშვნას, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თაობაზე. არ ვიცი, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა, მაგრამ ვიცი, რომ კონსულტაციებს უწევს უკრაინის მთავრობას და კიდევ ევროკავშირის სულ მცირე ორ ქვეყანას”, – აღნიშნა გეწაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი