ახალი ამბები

ბერუჩაშვილის თქმით, უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს სახელმწიფო გვერდით დაუდგება

19 იანვარი, 2015 • • 968
ბერუჩაშვილის თქმით, უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს სახელმწიფო გვერდით დაუდგება

“სახელმწიფო გვერდზე დაუდგება ოჯახს. მინდა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის ნამდვილად ღირსეული ქართველი, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიონალური წვლილი შეიტანა საერთაშორისო მისიებში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.


უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი გუშინ დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, იგი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ერაყის, ასევე ავღანეთის საერთაშორისო მისიებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი