ახალი ამბები

კახიანი: დეპუტატ ბობოხიძის ქმედებით შესაძლოა სამართალდამცავები დაინტერესდნენ

26 დეკემბერი, 2014 • • 1192
კახიანი: დეპუტატ ბობოხიძის ქმედებით შესაძლოა სამართალდამცავები დაინტერესდნენ

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გაგა კახიანმა განცხადა.   

 

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი არ არის მკაცრი და ამგვარი ქმედებების დროს ხელფასიდან თანხის დაქვითვას ითვალისწინებს:

 

“რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრი, როდესაც პლენარული სხდომის დარბაზში რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არღვევს, რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ დეპუტატს ჯარიმის სახით ერთი დღის ხელფასი დაექვითება“, – ამბობს კახიანი.

 

მისი თქმით, იმ ფაქტით, რაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, შესაძლოა სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ:

“პარლამენტში მომხდარი ინციდენტი მხოლოდ პროცედურებისა და პარლამენტის წევრის ეთიკის ნორმების დარღვევა კი არ იყო, არამედ ამ ფაქტით სამართალდამცავებიც უნდა დაინტერესდნენ. თუ სამართალდამცველები ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ მოახდენენ რეაგირებას”. 

 

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გინებას მოჰყვა.

 

დეპუტატების გაშველებას მანდატურები ცდილობდნენ. ჩხუბში ერთდროულად რამდენიმე პარლამენტარი მონაწილეობდა, მათ შორის ბობოხიძე, ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი