ახალი ამბები

საიას თავმჯდომარის პოსტზე კახა კოჟორიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის

23 დეკემბერი, 2014 • • 1331
საიას თავმჯდომარის პოსტზე კახა კოჟორიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის

საიას გამგეობის შესაბამისი სხდომა დღეს, 23 დეკემბერს ჩატარდა. საიას ახალ თავმჯდომარეს ოფიციალურად ხვალ წარადგენს. საიას თავმჯდომარის პოსტზე ანა ნაცვლიშვილი კახა კოჟორიძეს შეცვლის, რომელმაც კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვა. 

 

 

 

“საიას ყველა თავმჯდომარე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ყოფილა ამ თანამდებობაზე, შესაბამისად, მეც ვაპირებ, რომ ეს ტრადიცია დავიცვა და ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე ღირსეული კანდიდატიც. მაქვს რამდენიმე მოსაზრება, თუ სად გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ მსურს, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს”, – განაცხადა კოჟორიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.



საიას გამგეობაში 21 ადამიანი წევრიანდება
. კოჟორიძე საიას 2012 წლის 18 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. საიას წესდების თანახმად ყოველწლიურად ხდება თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ სამჯერ ზედიზედ.


 

 

ანა ნაცვლიშვილი/რადიო თავისუფლების ფოტო
ანა ნაცვლიშვილი/რადიო თავისუფლების ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი