ახალი ამბები

“მაესტრო” ვასიკო ოდიშვილმაც დატოვა

22 დეკემბერი, 2014 • • 1558
“მაესტრო” ვასიკო ოდიშვილმაც დატოვა

ვასიკო ოდიშვილის განცხადებით, იგი “მაესტროს” ყოფილ დამფუძნებლებთან ერთად აკეთებს სატირულ-იუმორისტულ არხს – “აბები”, რომელიც ეთერში მალე გავა. ოდიშვილის თქმით, იგი და მისი გუნდი “მაესტროს” დატოვებას აპირებდა 2014 წლის 31 დეკემბრიდან, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს არხის დღესვე დატოვება.

 

დღეს ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა, ჯამში, 20-მდე ადამიანმა. არხიდან წასული ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გახდა გუშინდელი თათბირი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ეთერში აღარ გავიდოდა “მაესტროს ცხრიანი” და ის უნდა ჩაენაცვლებინა კოკა ყანდიაშვილის გადაცემას, რომელიც იმავდროულად მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში კონსულტანტად. თავად ყანდიაშვილი ამბობს, რომ მისი სატელევიზიო გადაცემის მაესტროს ეთერში შესაძლო გასვლის თაობაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს კონსულტაციები და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

დღეს არხის ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი