ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” ლიდერებს შეხვდა

22 დეკემბერი, 2014 • • 1514
გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” ლიდერებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლების პოზიცია მოისმინა აღნიშნულ თემაზე და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პრეზიდენტის ინიციატივას ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყების თაობაზე. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით, აცხადებს პრეზიდნტის ადმინისტრაცია.

 

შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე ესწრებოდნენ. დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ასევე უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა, ირინე იმერლიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ, ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ და პრეზიდენტის მრჩევლებმა, გიორგი აბაშიშვილმა და თენგიზ ფხალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი