ახალი ამბები

ალასანია: ყველა ქართველ მეომარს, რომელიც ბრძოლაში დაიღუპება, პატივი უნდა მივაგოთ

22 დეკემბერი, 2014 • • 1133
ალასანია: ყველა ქართველ მეომარს, რომელიც ბრძოლაში დაიღუპება, პატივი უნდა მივაგოთ

“ძალიან მიჭირს საუბარი, ჩემს შემცვლელზე რომ ვისაუბრო, მისი პასუხიმგებლობის დაყენებაზე. ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა მეომარს, რომელიც ბრძოლაში იღუპება, ყველა ქართველს, ვინც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და ვიგლოვოთ. ამ კუთხით პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს კონკრეტული, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, პირველ რიგში, რამ გამოიწვია განცხადების გავრცელება.”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე. 

 

თავდაცვის სამინისტრო შაბათს, 22 დეკემბერს, უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რომ უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ.

 

ამ განცხადებას  მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმა და პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მოგვიანებით სამინისტრომ აღნიშნული განცხადება ფეისბუქის გვერდიდან წაშალა.

 

21 დეკემბერს ამ განცხადების გამო მოქალაქეებმა თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. 

 

32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი