ახალი ამბები

სამინისტრო: გლეხებმა ქარხნებში 7,449 ტონა მანდარინი ჩააბარეს

22 დეკემბერი, 2014 • • 1023
სამინისტრო: გლეხებმა ქარხნებში 7,449 ტონა მანდარინი ჩააბარეს

სამინისტროს ცნობით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ოთხი კომპანიაა ჩართული: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“, „ჯეო-კონცენტრატი“.

 

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 24 ნოემბრიდან დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. 19 დეკემბრის მონაცემებით კომპანიებმა გლეხებისგან 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მანდარინი შეიძინა, სუბსიდიის თანხა კი 744 ათას 933 ლარს შეადგენს.     

 

კომპანიებს, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიის გარდა საშუალება აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

მანდარინის  რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი  2 000 000  ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

მანდარინი
მანდარინი

მასალების გადაბეჭდვის წესი