ახალი ამბები

ნარმანია: ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე საავტომობილო გზას გავაფართოვებთ

22 დეკემბერი, 2014 • • 1277
ნარმანია: ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე საავტომობილო გზას გავაფართოვებთ

აღნიშნული განცხადება ნარმანიამ თბილისის მერიაში მიმდინარე შეხვდრის დაწყებამდე გააკეთა. შეხვედრა დედაქალაქში საცობების მოგვარებასთან დაკავშირებით იმართება, რომელსაც თბილისის მერი, მერიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან.

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია აქტუალურია და რაც ისინი მოვიდნენ თბილისის ხელისუფლებაში, დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. ნარმანიას თქმით, მერიამ უკვე დაიწყო მუშაობა საგზაო პროექტების დამუშავების კუთხით. ამის მაგალითად მერმა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის პროექტი დაასახელა, ასევე განაცხადა, რომ მოავალ წელს დაიწყება ლაგუნა ვერეზე საავტომობილო გზის გაფართოების პროექტი.

 

მერის განცხადებით, შევხდრები გაგრძელდება და შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა სპეციალისტები ჩაერთვებიან.

შეხვედრა თბილისის მერიაში საცობებთან დაკავშირებით. 22.12.2014
შეხვედრა თბილისის მერიაში საცობებთან დაკავშირებით. 22.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი