ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია

21 დეკემბერი, 2014 • • 1151
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია

“ეს იყო შეცდომა, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ”,- განაცხადა ღირსიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში.


თავდაცვის მინისტრი მოადგლე აცხადებს, რომ შეცდომა დაშვებული იყო გარკვეულ ემოციურ ფონზე, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ შეადგინა განცხადების ტექსტი.


“მინისტრი არ იმყოფებოდა ადგილზე და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მის მიერ განცხადების საბოლოო გამოქვეყნებამდე გადახედვა.”


მისივე თქმით, განცხადების საბოლოო ვარიანტს არც თავად გაცნობია.


უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამარცხვინო უწოდეს და ამასთან დაკავშირებით დღეს, 21 დეკემბერს აქციაც გამართეს, თავდაცვის უწყებამ ფეისბუქის გვერდიდან წაშალა.


მასალების გადაბეჭდვის წესი