ახალი ამბები

უკრაინის კონსული საქართველოში: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის

21 დეკემბერი, 2014 • • 1039
უკრაინის კონსული საქართველოში: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის

“უკრაინელი ხალხის სახელით მინდა თანაგრძნობა გამოვხატო გარდაცვლილი ალექსანდრეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც უკრაინის მიმართ გამოხატავს მისთვის ასეთ რთულ დროს,”– განაცხადა კონსულმა.


უკრაინაში დაღუპული 32 წლის ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი საქართველოში 21 დეკემბერს, გამთენისას გადმოასვენეს.


 

გრიგოლაშვილი ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

 

 

 

პრორუსი მებრძოლების იერიშის შედეგად, გრიგოლაშვილთან ერთად ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი