ახალი ამბები

გორის რაიონში რუსმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს

20 დეკემბერი, 2014 • • 895
გორის რაიონში რუსმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს

როგორც 32 წლის ალეკო შიუკაშვილის ოჯახის წევრი ყვება ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში, ის სოფლის მახლობლად ბავშვთან ერთად ფიჩხს აგროვებდა. მესაზღვრეებმა ბავშვი გამოუშვეს, თუმცა შიუკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იციან და ამ ეტაპზე მათ არავინ დაკავშირებია. 

 

მესაზღვრეებმა სოფელ წითელუბნის მახლობლად 19 წლის ვასილ ხიდაშელიც დააკავეს. დაკავებმადე ხიდაშელი სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა.

 

სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში, ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გადახდილი ჯარიმების ოდენობამ 237 ათასი რუბლი [დაახლოებით 4373 აშშ დოლარი] ეადგინა. ოფიციალური ცნობითვე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 197 ფაქტი დარეგისტრირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი