ახალი ამბები

დაიცავი საყდრისი! – სტუდენტების მსვლელობა ეკონომიკის სამინისტროსკენ

19 დეკემბერი, 2014 • 1260
დაიცავი საყდრისი! – სტუდენტების მსვლელობა ეკონომიკის სამინისტროსკენ

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ RMG Gold-ისთვის ლეცენზიის გაგრძელების შესახებ საკითხი უნდა განიხილოს. ლიცენზიის ვადა 1 იანვარს იწურება. 

 

სტუდენტების მსვლელობა ეკონომიკის სამინისტროსკენ საყდრისის მხარდასაჭერად  19.12.2014
სტუდენტების მსვლელობა ეკონომიკის სამინისტროსკენ საყდრისის მხარდასაჭერად 19.12.2014

ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ, აქციის ორგანოზატორების თქმით, მსვლელობით კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. ისინი მოითხოვენ, რომ საყდრისზე შეწყდეს სამუშაოები და აღუდგეს ძეგლის სტატუსი.


სტუდენტები მიიჩნევენ, რომ საყდრისი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელ ევრაზიულ სივრცეში, რასაც ადასტურებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტ-მეცნიერები.

 

“ვფიქრობთ, რომ ძეგლის დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ამიტომ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომელიც აპოლიტიკურია და მიზნად ისახავს მხოლოდ ჩვენი, სტუდენტური და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები

 

სტუდენტების აქცია საყდრისის მხარდასაჭერად თსუ–ს პირველი კორპუსის წინ  19.12.2014
სტუდენტების აქცია საყდრისის მხარდასაჭერად თსუ–ს პირველი კორპუსის წინ 19.12.2014

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი