ახალი ამბები

“შსს – შენი ერთგული მესაიდუმლე” – აქცია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ [VIDEO]

19 დეკემბერი, 2014 • • 1244
“შსს – შენი ერთგული მესაიდუმლე” – აქცია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ [VIDEO]

“ჩვენი კამპანია ხელახლა წამოვიწყეთ. კამპანია ახალ ფაზაში შევიდა. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ პაკეტზე, რომელსაც შევთავაზებთ პარლამენტს, გაიმართება სხვა აქციები. ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტიციო სასამართლოსადმი მიმართვაზე. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისთვის ბრძოლას,”- აცხადებს აქციის მონაწილე ვახუშტი მენაბდე, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი. 

 

კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილეებმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე სასტვენებითა და პლაკატებით გააპროტესტეს ფარული მიყურადების კანონში შესული ცვლილებები.

 

“ერთი მხრივ, პარლამენტი დღეს უფრო აქტიურია, უფრო მრავალფეროვანი, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლესობაში არ არის მაინც იმის ნება, რომ თავისი ძირითადი ფუქნცია პარლამენტმა შეასრულოს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობას გულისხმობს,”- ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი, ერეკლე ურუშაძე. 


„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არც კარი, არც გასაღები. პრაქტიკულად იყო უკონტროლო. გვაქვს ახალი სტანდარტი, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა და ეს არის ორი გასაღების პრინციპი, აქედან ერთ-ერთი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც არის გარე კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს არის ბევრად უკეთესი სტანდარტი. სისტემის გაუმჯობესებისთვის მომავალშიც გაგრძელდება დიალოგი და არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს და შემოთავაზებებს. ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის იმ სახით, როგორიც მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება. ეს იყო მაქსიმალურად მონაწილეობითი პროცესი. თქვენ ადევნებდით ამას თვალს. რაც შეეხება, მომავალში იქნება შემდეგი წლის განმავლობაში თუ შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცვლილებაზე მთავრობა მზად არის დიალოგისთვის“,- განაცხადა დღეს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.


30 ნოემბერს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს კენჭი ხელახლა უყარა და პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 13–ის წინააღმდეგ დაძლია

მასალების გადაბეჭდვის წესი