ახალი ამბები

“ფლექსის” პროგრამაში მონაწილე ქართველი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება

19 დეკემბერი, 2014 • 962
“ფლექსის” პროგრამაში მონაწილე ქართველი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება 2014 წლის 18 დეკემბერს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ–სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

 

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 23%-ით გაიზრდება აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რაოდენობა, რომლებიც განთავსდებიან საქართველოს იმ რეგიონებშიც, სადაც 2008 წლის შემდეგ არ ჰქონდათ წვდომა.

 

“აგრეთვე გადაწყდა, რომ 2015 წელს საფუძველი ჩაეყაროს ახალ სპორტულ გაცვით პროგრამას აშშ-სა და საქართველოს შორის. დადებითად შეფასდა ჩვენს ქვეყნებს შორის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ფარგლებში „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამის გაფართოება,”– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი