ახალი ამბები

საფრანგეთში “მისტრალის” ბორტიდან რუსი მეზღვაურები უკან ბრუნდებიან [Photo]

18 დეკემბერი, 2014 • • 1728
საფრანგეთში “მისტრალის” ბორტიდან რუსი მეზღვაურები უკან ბრუნდებიან [Photo]

რუსი მეზღვაურები რუსეთში საკუთარი საწვრთნელი გემი “სმოლნით” გაემგზავრებიან. Ouest France-ის ცნობით, მეზღვაურებისთვის საბოლოოდ დასრულდა წვრთნები, თუმცა, ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლის განცხადებით, მეზღვაურები საკუთარ ოჯახებში ახალი წლის შესახვედრად მიემგზავრებიან. 

 

კონტრაქტის მიხედვით რუსეთს საფრანგეთისაგან 2 მისტრალი უნდა მიეღო 1,2 მილიარდი ევროს სანაცვლოდ. კონტრაქტის შესაბამისადვე, საფრანგეთის მხარეს ”მისტრალის” ტიპის ერთი გემი რუსეთისთვის 14 ნოემბერს უნდა გადაეცა, თუმცა ევროკავშირის მიერ უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო დაწესებული სანქციების მიზეზით ეს პროცესი გადაიდო.

 

  18 დეკემბერი © EPA

 18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

  18 დეკემბერი © EPA

18 დეკემბერი © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი