ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ვადასტურებთ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას

18 დეკემბერი, 2014 • • 927
ზურაბ აბაშიძე: ვადასტურებთ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას

როგორც ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, შეხვდეს მოსკოვში საქართველოს ხელმძღვანელობას.

 

„ამასთან დაკავშირებით კვლავ ვადასტურებთ ასეთი შეხვედრის შესაძლებლობას, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია მისი სერიოზული, დეტალური მომზადება. კერძოდ, უპირველესად, შესათანხმებელია შეხვედრის ადგილი, დრო და, რაც მთავარია, განსახილველი თემები. ჩვენი აზრით, ქართულ–რუსული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ორიენტირებული უნდა იყოს ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი პრობლემური საკითხების განხილვაზე, ის მიზნად უნდა ისახავდეს რეალური შედეგების მიღწევას ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების თვალსაზრისით.  

 

რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტებთან დაკავშირებით, აშკარად ჩანს ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის პოზიციების არსებითი სხვაობა“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე. 


“მოხარულები ვიქნებით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი ვიხილოთ მოსკოვში,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რამდენად არსებობს მზაობა და საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ. 



მასალების გადაბეჭდვის წესი