ახალი ამბები

ევროკომისარი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს (ვიდეო)

18 დეკემბერი, 2014 • • 965
ევროკომისარი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს (ვიდეო)

“ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტირებით საქართველო ტრანსფორმირდება. საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო მიუახლოვდება და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს გააღრმავებს. ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ისეთი რეფორმების კუთხით, როგორიცაა ევროპული ღირებულებების განმტკიცება, პლურალისტური დემოკრატიის ჩამოყალიბება, ფუნდამენტური უფლებების პტივისცემის დაცვა და კანონის უზენაესობა”, – აცხადებს ევროკომისარი და დასძენს, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკურ ბენეფიტებსაც მოუტანს.

 

“2014 წლის სექტემბრის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით იმპორტი 50 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად თხილის და მინერალური პროდუქტების წყალობით. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდა საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ბენეფიტია. ევროკავშირი მომავალშიც დაეხმარება საქართველოს ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეფორმებში და ასევე დაეხმარება წვრილ და საშუალო ბიზნესებს ახალ მდგომარეობასთან ადაპტირების კუთხით, 41 მილიონი ევროს გამოყოფით. ეს საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ბენეფიტია”.


იოჰანეს ჰანი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების რეკომენდაციასაც აძლევს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი