ახალი ამბები

პუტინის თქმით, რუსეთმა ქართული პროდუქცია WTO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის პასუხად დაუშვა

18 დეკემბერი, 2014 • • 777
პუტინის თქმით, რუსეთმა ქართული პროდუქცია WTO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის პასუხად დაუშვა
“საქართველოს შიგნით პრაქტიკულად არ გვაქვს კონტაქტები. შიდა პოლიტიკური ბრძოლაც არ მთავრდება. თავის დროზე ისინი გვთხოვდნენ ლიბერალიზაციას საქართველოს პროდუქციის შეტანაზე რუსულ ბაზარზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, არ დააბრკოლონ რუსეთის გაწევრიანების პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად.  და ეს იყო ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ მიმართულებით ისევ გავაგრძელებთ სვლას და მოხარულები ვიქნებით საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი ვიხილოთ მოსკოვში,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რამდენად არსებობს მზაობა და საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ. 
 
რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთების საბაჟო ადმინისტრირება, ასევ,ე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი