ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო ბენზინის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშს რამდენიმე დღეში წარადგენს

18 დეკემბერი, 2014 • 1726
კონკურენციის სააგენტო ბენზინის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშს რამდენიმე დღეში წარადგენს

“ამ ეტაპზე გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საქსტატიდან, მეზობელი სახელმწიფოებისგან და ასზე მეტ ეკონომკურ აგენტს გაეგზვნა შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვის მოთხოვნით და მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება.”


მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ამუშავებს,  2008- 2014 წლის პერიოდს ეხება.  


ბარაბაძის განცხადებით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები გადადგა კონკურენციის  ნავთობპროდუქტების ბაზარის მიმართულებით, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება. მას ჟურნალისტებისთან მოკვლევის დეტალებზე არ უსაუბრია.


„დეტალებზე ამ ეტაპზე, მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინრე, ნაადრევია საუბარი, ვერ ვისაუბრებთ.“


პრემიერ–მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე გადაცხადა, თუ რატომ არ იკლებს საქართველოში ფასი ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო მასშტაბით ბენზინზე ფასის დაწევის პარალელურად. პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ამ საკითხზე ანგარიშის წარმოსადგენად 10 დღის ვადა მისცა.


გიორგი ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტომ სრულყოფილად ფუნქციონირება 1 ოქტომბრიდან დაიწყო  და რამდენიმე სხვა აქტუალურ საკითხთან ერთად მის საქმიანობაში ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლაც შედის. 


გიორგი ბარაბაძე
გიორგი ბარაბაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი