ახალი ამბები

ქვემო ქართლის გუბერნატორად “ქართუ ჯგუფის’ თანამშრომელი პაატა ხიზანიშვილი დაინიშნა

18 დეკემბერი, 2014 • • 2496
ქვემო ქართლის გუბერნატორად “ქართუ ჯგუფის’ თანამშრომელი პაატა ხიზანიშვილი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.


პაატა ხიზანიშვილი
პაატა ხიზანიშვილი

 

“2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და ’’ბანკი ქართუს” საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.

 

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი