ახალი ამბები

ანონსი – 18 დეკემბერი

18 დეკემბერი, 2014 • • 965
ანონსი – 18 დეკემბერი

09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება

 

10:00 საათზე, პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისის დირექტორის მოადგილეს, რებეკა კიმბრელს შეხვდება.

 

11:00 საათზე ნორა კვიციანი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნული სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს მათი სურვილების გათვალისწინებით, საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.

 

ადგლი: 64-ე საჯარო სკოლა მის.: ვაჟა-ფშაველას 6-ა

 

11:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტური მოძრაობების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები  საქართველოს პრემიერს მიმართავენ, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყონებლივ შეაჩეროს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი.

 

12:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს.

თემა:  ,,ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული, სისტემური ეკონომიკური დანაშაულობების დროული გამოუძიებლობა ბიზნესის განვითარებას აფერხებს“.

 

13:00 საათზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს.  

თემა: ქაოტური მშენებლობები.

 

13:00 საათზე, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პრესკონფერენციას გამართავს.

 

14:00 საათზე, პარლამენტში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

 

19.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე WorldSkills International-ის მეორე ეროვნული შეჯიბრის ცერემონიალს გახსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი