ახალი ამბები

თინა ხიდაშელი IDFI-ის დირექტორის დაკავებაზე შსს-ს მიმართავს

17 დეკემბერი, 2014 • • 1010
თინა ხიდაშელი IDFI-ის დირექტორის დაკავებაზე შსს-ს მიმართავს

“წავიკითხე გიორგის პოსტი. ყველაფერი გასაგები და ნათელია. თუკი არსებობს სხვა სიმართლე, რომ გაჩერების დროს იარაღით გადმოხტა და პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა, ან საბრძოლო მზადყოფნაში ქონდა იარაღი და ისე გაადადგილდებოდა, ან ოპერატიული ინფორმაცია ქონდათ, რომ დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდა, მაშინ მოგვიყევით. თუ ეს არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ისევე მწყობრად და დამაჯერებლად აუხსნას საზოგადოებას, რატომ იყო სრულიად კანონმორჩილი ადამიანის 2 დღით დაკავება / თავისუფლების აღკვეთა, ამაზე სახელმწიფო რესურსების ფლანგვა, შსს-ს თანამშრომლების მოცდენა და სხვა მნიშველოვანი საქმეებისგან ჩამოშორება აუცილებელი და ერთადერთადერთი ზომა, რომელიც იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს მოაფიქრდა”,- წერს თინა ხიდაშელი

 

მისივე თქმით, იზოლატორში გამომწყვდევა მხოლოდ საზოგადოებისათვის საფრთხის მატარებელ ადამიანებს ეხებათ და თან მხოლოდ მაშინ, თუკი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ან ზუსტად იცით, რომ განმეორებით ჩაიდენენ.

“კიდევ ისიც მოგვიყევით, როგორ და რა ფორმით აპირებთ მსგავსი მახინჯი პრაქტიკის გაქრობას ამ უწყებიდან. თავისთავად არც “ცუდი კაცია” ან “საშიში კაცია” არის საკმარისი ადამიანის გამოსამწყვდევად, ან მხოლოდ ჩადენილი დანაშაული, ეს ცუდი კაცი ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ კიდევ რომ საფრთეს წარმოადგენს, ეს უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა გამოამწყვდიოთ სასამართლოს განაჩენამდე. რაიმე სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩაიდინა გიორგი კლდიაშვილმა, ესეც მოგვიყევით აუცილებლად მთელ დანარჩენ საზოგადოებას იმის შემდეგ, რაც განგვიმარტავთ საფრთხის ხარისხსა და ამით გამოწვეულ პატიმრობის გარდაუვალობას”,- წერლს ხიდაშელი.

 

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ.

 
კლდიაშვილის განცხადებით, იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მისი თქმით, გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც ორი დღის განმავლობაში იყო.

სასამართლომ გიორგი კლდიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 500 ლარიანი გირაო შეუფარდა. კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო დავის დასრულებამდე ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობას არ შეასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი