ახალი ამბები

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას პრეზიდენტი დაესწრება

17 დეკემბერი, 2014 • • 893
ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას პრეზიდენტი დაესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი დღეს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც 18 დეკემბერს დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

 

“ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება  2014 წლის ივნისში გაფორმდა. მისი რატიფიცრება ევროპარლამენტში 18 დეკემბერს მოხდება. ევროპის სახალხო პარტიამ პროცესზე დასასწრებად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია. რატიფიკაციის პროცესს არ დაესწრებიან საქართველოს მტავრობის წარმომადგენელბი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებს წერილით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი