ახალი ამბები

ნიკოლოზ ანთიძეს საყდრისის დამცველებმა პრესკონფერენცია შეაწყვეტინეს

17 დეკემბერი, 2014 • • 1394
ნიკოლოზ ანთიძეს საყდრისის დამცველებმა პრესკონფერენცია შეაწყვეტინეს

“ბატონ ნიკოლოზთან მქონდა შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ნიკოლოზიც დაგიდასტირებთ, და ის იყო გარანტორი იმისა, რომ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში,  სანამ კვლევა ბოლომდე არ იქნებოდა… ბატონი ნიკოლოზე თავის თავზე იღებდა ძეგლების ნგრევის პასუხისმგებლობას”- ამ სიტყვებით მიმართა სალომე ჭანტურიძემ პრესკლუბში შეკრებილ ჟურნალისტებს.

 

ამის შემდეგ ნიკოლოზ ანთიძემ პრესკონფერენციის ოთახი დატოვა, მას გარეთ საყდრისის ინტერესების დამცველები დახვდნენ. ნიკოლოზ ანთიძე მანქანამდე სასტვენებით და შემდეგ შეძახილებით მიაცილეს -“მოსყიდულები ხართ”, “მნგრეველო”, ” მონები ხართ”, “ასე უნდა გაიქცეთ სულ ყველა” და სხვა.

 

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი